მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავერსის კლინიკის“ დაარსების მე-16 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

„ავერსის კლინიკის“ ცენტრალურმა ფილიალმა დაარსების მე-16 წლისთავი, ტრადიციულად, სამედიცინო კონფერენციით აღნიშნა. კონფერენცია „ინოვაციები და საინტერესო კლინიკური შემთხვევები 16 ნოემბერს გაიმართა და მთავარი გზავნილი „უწყვეტი მოძრაობის 16 წელი“ იყო. ღონისძიებაზე, კლინიკის სხვადასხვა მიმართულების 26 ექიმმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა მოხსენებები „ავერსის კლინიკასა“ და მსოფლიო ჯანდაცვაში ერთი წლის განმავლობაში მომხდარი სიახლეებისა და საინტერესო კლინიკური შემთხვევების შესახებ. მინდა საქმიან საზოგადოებას შეგახსენოთ, რომ „ავერსის კლინიკამ“ პირველი ფილიალი 2007 წელს მარნეულში გახსნა, ხოლო თბილისში დაფუძნება და გაფართოება 2008 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ წელს გაიხსნა ცენტრალური ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე. კომპანია დღემდე განაგრძობს გაფართოებასა და განვითარებას. ამჟამად ის ქვეყნის მასშტაბით 14 კლინიკას, რეაბილიტაციის, ბირთვული მედიცინისა და ფიტნესის ცენტრს, 30 ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ პუნქტს აერთიანებს. ყველა მათგანი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები