მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიის ახალი ფილიალი გაიხსნა

ავერსის კლინიკამ, ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა. ლაბორატორია, რომელიც უახლესი ანალიზატორებით არის აღჭურვილი 500-ზე მეტი კვლევის ჩატარების შესაძლებლობა იძლევა. ლაბორატორიაში დანერგილია და წარმატებით სრულდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდებოდა და რომელთა ჩასატარებლადაც მასალა საზღვარგარეთ იგზავნებოდა. აღსანიშნავია, რომ „ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხსნა. დღეს მას მთელ საქართველოში 30 ფილიალი აქვს. 2013 წელს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO9001, ხოლო 2014 წელს მან, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO15189-ის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები