ზუსტი დიაგნოზი და ეფექტიანი მკურნალობა სანდო ლაბორატორიული კვლევების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ლიდერი „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიაა, რომელიც უკვე 19 წელია პაციენტებს ევროპული სტანდარტის, მაღალტექნოლოგიურ სერვისს სთავაზობს. ულტრათანამედროვე რობოტიზებული აპარატურა, ხარისხის უმკაცრესი კონტროლი საერთაშორისო აკრედიტაციით და ერთიან ცენტრალიზებულ სისტემაში ჩართული 30-ზე მეტი ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. როგორ მუშაობს საქართველოს ყველაზე მასშტაბური ლაბორატორიული ქსელი და რა გზას გადის თითოეული ნიმუში უტყუარი შედეგის მიღებამდე?






























