მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავერსისა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტი - ლიტერატურის განსაკუთრებული ძალა

ლიტერატურა, როგორც ძალა, რომელიც ადამიანს ცვლის, აზროვნებას აფართოებს და საზოგადოებას ახალ შესაძლებლობებს უხსნის - სწორედ ამ იდეას ეძღვნება „ავერსისა“ და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტი. ინიციატივა, რომელიც წიგნის მნიშვნელობას, კითხვის კულტურასა და განათლების როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ღონისძიების მთავარი სპიკერი მწერალი გიორგი კეკელიძე იყო, რომელმაც ისაუბრა თუ რატომ აქვს სიტყვას განსაკუთრებული გავლენა, როგორ აყალიბებს ლიტერატურა ადამიანის შინაგან სამყაროს და რატომ რჩება წიგნი თანამედროვე ეპოქაშიც უმნიშვნელოვანეს ძალად. რა გზავნილები მოაქვს ამ პროექტს საზოგადოებისთვის და რატომ არის წიგნი დღესაც შეუცვლელი თანამგზავრი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები