საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია, დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლების მნიშვნელობა, სწორედ ამ თემებს მიეძღვნა ავერსი ფარმა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელიც ამჯერად ქართველ მწერალსა და პუბლიცისტს, დათო ტურაშვილი მასპინძლობდა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნასა და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებმაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. დისკუსიის მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის საკუთარი ისტორიის სწორად გააზრება და დამოუკიდებლობის იდეის მნიშვნელობის გაცნობიერება.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს ისტორიული და საგანმანათლებლო თემების ფართო აუდიტორიამდე მიტანას, ხოლო ავერსი ფარმა და აზროვნების აკადემია პარტნიორობას მომავალშიც გააგრძელებენ, რათა საზოგადოებაში განათლების, კულტურისა და თავისუფლების იდეების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.


































