მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავერსში“ თვითმომსახურების აპარატი უკვე 155-ზე მეტ ფილიალშია ხელმისაწვდომი

თვითმომსახურება

სწრაფად და ურიგოდ შეძენა ამიერიდან „ავერსის“ კიდევ უფრო მეტ აფთიაქშია შესაძლებელი. დიდი მოთხოვნის გამო კომპანიის სააფთიაქო ქსელში იმ ფილიალების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, სადაც თვითმომსახურების აპარატებით სარგებლობაა შესაძლებელი. "ავერსის" ასეთი აფთიაქების რაოდენობა 155-ზე მეტ ფილიალშია.

ტექნოლოგიური წინსვლის პროცესში, „ავერსი“ მომხმარებლებს ინოვაციურ, მსოფლიოში უახლეს, გერმანულ, საუკეთესო ხარისხის PYRAMID-ის თვითმომსახურების აპარატს სწრაფი გადახდისთვის სთავაზობს.

„ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ამასთან ერთად, ის ფარმაცევტული სფეროს პირველი წარმომადგენელია, რომელიც ცნობილ გერმანელ მწარმოებელ PYRAMID-თან თანამშრომლობს.

საგანგებოდ “ავერსისთვის” გერმანულმა კომპანიამ თვითმომსახურების აპარატი სააფთიაქო ქსელის მოთხოვნებს მოარგო. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის მან აპარატს დაამატა პატარა თაროები, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია, შესაძენი პროდუქცია დააწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები