მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავღანურ ტენდერებში ქართული კომპანიების მონაწილეობის შესახებ ბიზნესი მთავრობისგან მეტ ინფორმაციას ელის

58aedec1c1575
ელენე გოგბერაშვილი
23.02.17 17:07
1186
ავღანურ სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ბიზნესი მთავრობისგან მეტ ინფორმაციას ელის.

ქართულ კომპანიებს შესაძლოა ავღანეთის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა ქვეყნის პრეზიდენტთან მოხდა და მის მიერ გამოითქვა სრული მზაობა. პრემიერის თქმით, სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქართულ კომპანიებს ავღანეთთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი აქვთ, თუმცა რა მაშტაბებზე იქნება საუბარი და რა პირობებით შეძლებს კომპანიები ტენდერებში მონაწილეობას, ამის შესახებ მთავრობასთან მეტ კომუნიკაციას ელიან.

"მთავრობის მხარდაჭერა დოკუმენტების მომზადების კუთხით, იგივე ინფორმაციის მიღების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. შესაძლოა ერთმა კომპანიამ დამოუკიდებლად გარკვეული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილონ.ჩვენ არ ვიცით რა მასშტაბებზე იქნება საუბარი, თუმცა ქართულ რეალობაში აპრობირებულია ერთობლივი მოქმედება ერთობლივი საწარმოს მეშვეობით. მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზეა ასევე კითხვები, დახვდებათ თუ არა იქ ქართულ კომპანიების სუბ-კონტრაქტორები, რომლებიც დამატებით სამუშაოებს შეასრულებენ. ველოდებით მთავრობასთან დროულ კომუნიკაცის", - აცხადებს "ბიზნესკონტარქტთან" ანა საბახტარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები