ავიაბაზრის ზამთრის სეზონი: „ისეთი ფასები, როგორიც პანდემიამდე იყო აღარ იქნება“
BM.GE
14.11.22 17:42
• 326
ზამთრის სეზონს ავიაციის სექტორი გაიაფებული ავიაბილეთებით ხვდება, თუმცა კომპანიებში ამბობენ, რომ ისეთი ხელსაყრელი ფასები, როგორიც კოვიდპანდემიამდე იყო, აღარ დაბრუნდება. 2019 წელთან შედარებით, წელს მგზავრებს ავიარეისებით სარგებლობა 30-40%-ით უფრო ძვირი უჯდებათ. საწვავის გაძვირების გარდა, ავიაკომპანიის ხარჯებზე მოქმედებს ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელიც, რაც საბოლოო ასახვას ბილეთის ფასში პოვებს.