ავიაბილეთების ყიდვა-დაჯავშნის ორი უმსხვილესი პროვაიდერი - ამერიკული Sabre და ესპანური Amadeus-ი რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-თან თანამშრომლობას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ჩვენ მივყვებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა Sabre-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა შონ მენკემ.
გამოცემის ცნობით, Sabre-ს და Amadeus-ის გადაწყვეტილების გამო რუსულ ავიაკომპანიაში ბილეთების გაყიდვის პროცესი შეფერხდა. კომპანიას ბილეთების გასაყიდად ახლა სხვა სისტემების გამოყენება მოუწევს.


























