მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაციის ქარხანა გაფიცული თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს

5c769a3c0f584
ელენე გოგბერაშვილი
27.02.19 18:29
2650
დღეს საავიაციო ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა.

მათი მთავარი მოთხოვნა, რასაც ადმინისტრაციას უყენებენ, მინიმალური ხელფასის მატებაა.

„თბილავიამშენის“ საწარმოში, დღესდღეობით, საშუალო ხელფასი 600-700 ლარია, დასაქმებულები კი, მინიმალური ხელფასის 1250 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
„თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე bm.ge-თან ამბობს, რომ მათ უკვე შესთავაზეს გაფიცულ თანამშრომლებს პრემიალური სისტემა.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ირაკლი გოგიბერიძის თქმით, სახელფასო სარგოს გაზრდის შესაძლებლობა კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს.

„ამ ნაწილში ვერანაირ ნაბიჯებს დღევანდელი მოცემულობით ვერ გადავდგამთ. მთლიანად ვართ კონტრაქტებზე დამოკიდებული, შესაბამისად ეს შემოსავლები ნაწილდება მუშა-მოსამსახურეებზე“, - აცხადებს საავიაციო ქარხნის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები