მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ავიაციისსიახლეები: რატომ ძვირდება WizzAir-ის ბილეთები?

BM.GE
06.06.22 10:34
519
Eurocontrol-ის განახლებული პროგნოზით, უკრაინაში ომისა და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ავიაცია პრეპანდემიურ პერიოდს 2024 წლისთვის დაუბრუნდება. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს ევროპის ავიაცია 9.5 მლნ ფრენით 2019 წლის მაჩვენებლის 85%-ს მიაღწევს. ოპტიმისტური სცენარით, ფრენების აღდგენის დონე 91% უნდა იყოს 10 მლნ-ზე მეტი ფრენით. ნეგატიური სცენარით კი - 2019 წელს 8.6 მლნ ფრენით აღდგენის მაჩვენებელი 77% იქნება. ორგანიზაციის ცნობითვე, წლის დასაწყისში ფრენების ოდენობა 2019 წელთან შედარებით 78%-ზე იყო, რისი მიზეზიც კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი იყო, თუმცა ამ ეტაპზე აღდგენის მაჩვენებელი 86%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები