ამერიკული კომპანია Boeing-ი 737 Max-ის ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 100 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, კომპენსაცია არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც თანხას 346 გარდაცვლილი ადამიანის ნათესავებს 10 წლის განმავლობაში გადაუნაწილებენ.
ფულს ძირითადად, დაღუპულთა ოჯახის წევრების ყოველდღიურობისთვის, ასევე განათლების მხარდასაჭერად გამოიყენებენ, მათ შორის, კოლეჯისა და უნივერსიტეტების საფასურის გადასახადებისთვის.
ამერიკული ავიაკომპანია Boeing-ის თვითმფრიმავების ორი კატასტროფის შედეგად მთლიანობაში 346 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაჩი ჩამოვარდა. მას შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ამ მოდელის თვითმფრინავზე ავიააკრძალვა დაწესდა.

























