მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანია AtlasGlobal-ი ფრენებს დროებით აჩერებს

5ddd87c54d0d3
BM.GE
27.11.19 00:13
1002
თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელსაც ადრე Atlasjet-ი ერქვა, ფრენებს დროებით აჩერებს. ამის მიზეზად ავიაკომპანიამ გავრცელებულ განცხადებაში ფინანსური პრობლემები და რესტრუქტურიზაციის ახალი ეტაპი დაასახელა, რის შემდეგაც კომპანია მგზავრებს „უნიკალური ფრენის გამოცდილების მიღებას" შესთავაზებს.

რეისების განხორციელება 21 დეკემბრამდე შეჩერდება. ხოლო ბილეთების შეძენა 16 დეკემბრამდე აღარ იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ AtlasGlobal-ს 16 Airbus-ის თვითმფრინავი ჰყავს და ის ძირითადად სტამბოლის აეროპორტიდან დაფრინავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები