მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანია Flynas ბათუმის მიმართულებით იფრენს

5c8b56e9312a4
ელენე გოგბერაშვილი
15.03.19 11:45
1041
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.

რეგულარული რეისები 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Flynas"-ს რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 11 მარტს მიენიჭა. ახალი მიმართულების გარდა, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე, რეისებს დამამი-თბილისი-დამამი, ჯედა-თბილისი-ჯედა და რიადი-თბილისი-რიადის საჰაერო ხაზებზე შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები