უკრაინული ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველოსა და უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს.
დამატებით რეისებს კომპანია კიევიდან და ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით შეასრულებს; ასევე გაიზრდება ფრენების რაოდენობა კიევსა და თბილისს შორის.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 დამატებითი ფრენა 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში შესრულდება.
"ზედიზედ უკვე მეორე წელია, ბათუმში საახალწლოდ ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან 90 კილომეტრში, მთებში კი, თხილამურებზე სრიალია შესაძლებელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, დამატებითი ავიარეისები უკრაინელ ტურისტებში პოპულარული იქნება“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა ტარას სტრიგუნენკომ.