მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს ჟუკოვსკის მიმართულებით იწყებს

5c98b1f36ea24
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.19 14:47
789
ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines” თბილისსა და ჟუკოვსკის აეროპორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

ფრენები 2019 წლის 26 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე შესრულდება.

პირდაპირი ფრენები თავდაპირველად კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი და კვირა) განხორციელდება, ხოლო 1 ივლისიდან 9 სექტემბრამდე, ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ორშაბათი) და რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. ფრენები Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ “Myway Airlines”-ს თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა.

ავიაკომპანია “Myway Airlines”-მა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის იანვარში აიღო, ხოლო რეგულარული საავიაციო მიმოსვლა ამავე წლის ივნისიდან დაიწყო. "Myway Airlines"-ის საკუთრებაში ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება და ამ ეტაპზე რეგულარულ რეისებს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები