მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ავიაკომპანია Qantas-ი სამუშაო ადგილების მორიგი შემცირების შესახებ აცხადებს

ნათია თაქთაქიშვილი

01.12.20 21:00 608 ნახვა

ავსტრალიის წამყვანი ავიაკომპანია Qantas-ი სამუშაო ადგილების დამატებით შემცირებაზე აცხადებს. როგორც ავიაკომპანია აღნიშნავს, Qantas-ი დაახლოებით 2 000 თანამშრომელს აუთსორსზე გადაიყვანს, რაც კომპანიის ხარჯების შესამცირებლად იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, კორონავირუსმა ავიაცია თავდაყირა დააყენა და ავიაკომპანიებს თავის გადასარჩენად დრამატული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. რაც შეეხება ზარალს, ავიასექტორს წლები დასჭირდება პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდნეს“, - განაცხადა Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ დავიდმა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანიამ აგვისტოს თვეში 2 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ზარალის შესახებ განაცხადა, რაც კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს უკავშირდებოდა. ასევე ავიაკომპანია იძულებული გახდა თანამშრომელთა რაოდენობა 6 000-ით შეემცირებინა.

BBC-ი წერს, რომ თანამშრომელთა აუთსორსზე გადაყვანით ავიაკომპანია დაახლოებით 74 მილიონ აშშ დოლარს დაზოგავს. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულ თანამშრომლებს, ისინი მათთვის განკუთვნილ დახმარების პაკეტს მიიღებენ. მათ ასევე ახალი სამსახურის მოძიებაში დაეხმარებიან.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები