2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს, - ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
დღეისთვის, ამსტერდამში ავიაკომპანია "აირზენა" დაფრინავს.