მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანიამ EasyJet ტურისტებისთვის "ჭკვიანი ფეხსაცმელი" შექმნა

5742d8b215f95
BM.GE
23.05.16 14:14
1778
ბრიტანულმა ავიაკომპანიამ EasyJet Sneakairs-ი შექმნა, რაც გულისხმობს სპეციალურ ფეხსაცმელს ტურისტებისთვის, რომელიც უცხო ქალაქში გადაადგილებისას მომხმარებელს ორიენტაციაში დაეხმარება. ფეხსაცმელი აღჭურვილია სპეციალური გადამცემებით, რომელიც სმარტფონს Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება. ტურისტებმა სმარტფონში სპეციალური პროგრამა უნდა ჩატვირთონ, ამის შემდეგ კი ფეხსაცმელი პატრონს თავად მიუთითებს და სწორ მიმართულებას მიანიშნებს. ავიაკომპანია EasyJet ახალი ფეხსაცმელებს საწყის ეტაპზე მხოლოდ საკუთარ კლიენტებს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები