მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანიები მომხმარებელს თვითმფრინავში Samsung Galaxy Note 7-ით სარგებლობას უკრძალავენ

57d2a181e82a9
BM.GE
09.09.16 15:29
1780
ამერიკის შეერთებული შტატები საზოგადოებას მოუწოდებს თვითმფრინავის ბორტზე Samsung Galaxy Note 7-ით არ ისარგებლოს. ამერიკის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია მიზეზად ტელეფონის ელემენტის ხარვეზებს ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ, ელექტრონიკის მწარმოებელმა კომპანიამ ახალი სმარტფონების ელემენტების დეფექტის შესახებ განაცხადა. სმარტფონის დამუხტვამ შესაძლოა მოწყობილობის აფეთქება და ხანძარი გამოიწვიოს. 2 სექტემბერს კომპანია Samsung-მა მის ახალ სმარტფონებში გაპარული ხარვეზის გამო გაყიდვები დროებით შეაჩერა.
რამდენიმე დღეში, კომპანიამ მილიარდზე მეტი დოლარი იზარალა.

ავსტრალიურმა ავიაკომპანიებმა Qantas, Jetstar, Virgin Australia, Tiger Airways თვითმფრინავის ბორტზე Galaxy Note 7-ით სარგებლობა უკვე აუკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები