მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიები საკვების გაყიდვას იმ პირებისთვის იწყებენ, ვისაც ბორტზე კვება მოენატრა

5f50b4384350e
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.20 14:04
1752
ავიაკომპანიებმა Thai Airways-მა, Indonesia's Garuda-მა და Cathay Pacific-მა საკვების გაყიდვა იმ პირებისთვის დაიწყეს, ვისაც ბორტზე კვება მოენატრა. ამის შესახებ ინფრომაციას Business Insider-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანიებმა ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღეს, რომ პანდემიის გამო შემცირებული მგზავრთნაკადის გამო საკვების დიდი ნაწილი აუთვისებელი რჩებოდა და სავარაუდოდ ფრენები ძველ ნიშნულს წლების განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

გამოცემის მიხედვით, Thai Airways-ი მცირე ზომის პლასტიკურ პაკეტში შეფუთული საკვების გაყიდვა აპრილის თვიდან დაიწყო.

რაც შეეხება ავიაკომპანიებისათვის საკვების მწარმოებელ კომპნიებს, მაგალითად GNS Nuts, რომელიც American Airlines ამარაგებს, 13,607 კგ ოდენობის საკვები დარჩა აუთვისებელი და კომპანიამ საკვების გაყიდვა ონლაინ დაიწყო თვითღირებულებასთან ახლოს.

კორონავირუსის პანდემიამ ავიაკომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკური თვლასაზრისით და ავიაკომპანების ცდილობენ თანხების ნებისმიერი გზით მოზიდვას.

მაგალითად, ავიაკომპანია Qantas-მა შექმნა სპეცილურ შეფუთვა, რომელიც შედგება ერთჯერადი გამოყენების ხალათისგან, საძილე ნიღბისგან და საკვებისგან, მისი ღირებულება 18 აშშ დოლარს სეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, ფრენები პანდემიამდელ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება.