მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავიაკომპანიებმა ტარიფების ზრდა 3 კვირის წინ დაიწყეს” - რამ გააძვირა ამანათების ჩამოტანა?

Kiwi Post

საავიაციო საწვავის გაძვირების ფონზე საქართველოში ამანათების ჩამოტანის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი კომპანიების ინფორმაციით, ავიაკომპანიების მხრიდან დადგენილი ტარიფების გადახედვა 3 კვირის წინ დაიწყო და ფასების ყოველ 2-3 დღეში ახლდება. Kiwi post-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ნინი თვალთვაძე BM.GE-თან აცხადებს, რომ ტარიფების შენარჩუენებას ცდილობენ, მაგრამ გაურკვეველი ვითარების ფონზე ამ მხრივ პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

“ვემუშავებით ყველა ავიაკომპანიას, ყველა გადამზიდს, რომელიც რეალურად ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მიმართულებით. გვაქვს ტვირთი ჩინეთიდან, ამერიკიდან, ევროპიდან. დაახლოებით 3 კვირის წინ დაიწყო უკვე ტარიფების ინტენსიური ზრდა ყველა ავიაკომპანიის მხრიდან. ვიღებთ შეტყობინებებს ტარიფის ცვლილების შესახებ 2-3 დღეში ერთხელ. ეს არის ე.წ fuel surcharge, ეს არის ე.წ war surcharge, რაც ემატება ტრანსპორტირების საფასურს.

აბსოლუტურად დამოკიდებულები ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაზე. ტარიფები გავზარდეთ 1 დოლარით ყველა მიმართულებაზე, თუმცა რეალურად ტარიფების ზრდის შემდეგ ავიაკომპანიებმა კიდევ 2-3 ჯერ გაგვიზარდეს ტარიფები.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ვაკონტროლოთ ტარიფები, რომ მომხმარებლისთვის არ შევქმნათ დისკომფორტი. ვცდილობთ ვაკონტროლოთ ეს სიტუაცია და სადამდეც შეგვიძლია იქამდე ვაფიქსირებთ ტარიფს, რაც ბოლო პერიოდში შეუძლებელი გახდა. იმედია, არ მოგვიწევს ტარიფების ისევ ზრდა. არანაირი კონტროლი არ გვაქვს ამ სიტუაციის და შესაბამისად ვერც ვხვდებით, ეს ყველაფერი კლებისკენ ოდესმე წავა თუ არა”,- ამბობს Kiwi post-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ნინი თვალთვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები