მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიაკომპანიებს მგზავრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დაევალათ

5ad75797ee7bf
მაია ბიწაძე
18.04.18 20:20
1158
მთავრობის დადგენილებით ავიაკომპანიებს მგზავრების შესახებ ინფორმაციის უფლებამოსილ ორგანოსთვის მიწოდება დაევალათ.

,, ავიაგადამზიდველი მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესი „ - განსაზღვრავს, ავიაკომპანიის მიერ, მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემებისა და მგზავრის წინასწარი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემის, ასევე მისი წაშლისა და დეპერსონალიზაციის წესს, ვადებსა და პროცედურებს.

ავიაკომპანია,რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეისს, ვალდებულია 48 საათით ადრე, ფრენით დადგენილ დრომდე, ან დაუყოვნებლივ, საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ, უფლებამოსილ ორგანოს უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია მგზავრის შესახებ და ეს ეხება ნებისმიერ პირს, მათ შორის ტრანზიტით მიმავალსაც.

სვალდებულოდ გასაცემი ინფორმაცია მოიცავს მგზავრის შესახებ დეტალურ მონაცემებს, რასაც ავიაკომპანია ფლობს, კერძოდ, მგზავრის ბილეთის შესახებ მონაცემებს, დაჯავშნის, რეგისტრაციის დროს, მგზავრის პერსონალური მონაცემებს, თუ სად მიემგზავრება ის, ჩაჯდა თუ არა თვითმფრინავში და სხვა.

მგზავრის შესახებ მონაცემები უფლემოსილი ორგანოს საინფორმაციო ბაზაში 5 წლის განმავლობაში ინახება. მას უფლება აქვს ინფორმაცია მესამე ქვეყნის შესაბამის სამსახურებს გადასცეს.

როგორც დადგენილებაში წერია, ეს წესი მიზნად ისახავს ტერორიზმისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციას, ასევე სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ის 2018 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

ავიაკომპანიის მიერ, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ კანონით განსაზღვრული ჯარიმები ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები