მიმოხილვის მიხედვით, ავიასანქციების მოქმედების მეორე კვირის განმავლობაში, საქართველოში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75.9%-ით შემცირდა. აკრძალვის პირველ კვირაში კი კლება 78%-ს შეადგენდა.
მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საჰაერო გზით (ტრანზიტით) 3,292-მა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საავტომობილო გზით კი, რუსეთიდან 47.526 ადამიანი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.3%-ით მეტია. მთლიანობაში, ივლისის მეორე კვირაში რუსეთის მოქალაქეების 13.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, TBC Research მთლიანად ტურიზმის სექტორში ზრდას პროგნოზირებს.
"ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

























