მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავიასანქციის შემდეგ, საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 76%-ით შემცირდა

5d417d222660b
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.19 15:36
711
დღეს TBC Research-მა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის ეკონომიკური შედეგების შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, სანქციების ამოქმედების შემდეგ ანუ ივლისის მეორე კვირიდან, მეოთხე კვირის ჩათვლით (სანქციების მოქმედება 2019 წლის 8 ივლისს დაიწყო), საქართველოში საჰაერო გზით, რუსეთის 9,665 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 76.4%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობას, ის აღნიშნულ პერიოდში 135,938-ს შეადგენდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია. 

მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საქართველოს საზღვარი რუსეთის 145,748-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 2018 წელთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია. 

TBC Research-ის შეფასებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კლების ნაცვლად ზრდით დასრულდება. 

"ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები