მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავიატორი+"-ის საჰაერო ტაქსები ძირითადად კორპორატიულ გაყიდვებზე მუშაობს

588f5b24f172c
ანუკა ჯოხაძე
31.01.17 10:03
1960
"აჭარა ჯგუფის" გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერიას განცხადებით, საჰაერო ტაქსების კომპანია "ავიატორი +"-მა ფრენები დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე ძირითადად კორპორატიულ გაყიდვებზე მუშაობს.

როგორც ჩეხერია განმარტავს, სეზონის არარსებობისა და იმ ფაქტის გამო, რომ ეს მომსახურება საქართველოში ახალია, განსაკუთრებული მოთხოვნა ფრენებზე არ ფიქსირდება.

თუმცა, "აჭარაჯგუფში" აცხადებენ, რომ მომავალში ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობა იგეგმება, შესაბამისად, კომპანიაში ელოდებიან საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნის ზრდასაც. 

შეგახსენებთ, აღნიშნული ფრენები ხორციელდება „აჭარა ჯგუფის“ მიერ ქართული ავიაკომპანია „ავიატორის“ მეშვეობით, რომელიც ნებისმიერ მსურველს სთავაზობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ჩარტერულ რეისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები