მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავიღეთ უზარმაზარი ვალები, რომ გავხსნილიყავით" - BASSIANI

61c5cbe42879f
ინგა მურუსიძე
24.12.21 17:20
1354
თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა.

„6 თვე ვიმუშავეთ იმ სტანდარტების შექმნაზე, რომელსაც უნდა უზრუნველეყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, თუმცა მათ ამაზე უარი გვითხრეს. მიზანი ერთია - ამ სივრცეების განადგურება, დახურვა და ჩვენი დაშინება. 22 თვე ვეძებდით გამოსავალს და ეს გამოსავალი ვიპოვეთ, უნდა დაგვთანხმებოდნენ ამ სტანდარტზე და მიეღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

მისი თქმით, კლუბების წარმომადგენლებმა უზარმაზარი ვალები აიღეს დამატებით, რომ სივრცეები გაეხსნათ.

„ავიღეთ უზარმაზარი ვალები, რომ გავხსნილიყავით იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებული იყო“, - განაცხადა მან.

თბილისში, საკლუბო სივრცეებთან ამ წუთებში ხმაურია. თითქმის ყველა კლუბთან მისულია შრომის ინსპექცია და მათ დალუქვას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები