მან ასევე განმარტა, რომ შენობა გადასახადების გადამხდელების ფულითაა აშენებული და შესაბამისად, მას საზოგადოებრივი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
„შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. ასევე მას ექნება საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის ფუნქცია. ამ შენობაში მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, რითიც თითოეული ჩვენგანი ამაყობს, შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქ ჩამოსულ ტურისტს. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა გადასახადების გადამხდელების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია,“ - განაცხადა პრემიერმა.

























