მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავლაბრის სასახლიდან ინვენტარს ათონელის სასახლეში გადაიტანენ

5c18bad1a248b
BM.GE
18.12.18 13:14
595
ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციული შენობის ორი სართული სამუშაოდ სრულად მზად არის. ნელ-ნელა მოხდება ავლაბრის სასახლიდან ადმინისტრაციული ნაწილისთვის განკუთვნილი ინვენტარის გადმოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

"ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით იქნება მთლიანად ადმინისტრაციასთან, როგორც სრულად თანამშრომლებთან, ისე ცალ-ცალკე, დეპარტამენტების მიხედვით, ინდივიდუალური შეხვედრა მექნება ყველასთან. გარკვეული კომისიური ჯგუფი გვეყოლება, რათა ვნახოთ თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე, რა მიმართულებზე რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გვჭირდება ადმინისტრაციაში. კანონის თამახმად, 60 საშტატო ერთეულამდე დადის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველი იანვრიდან, თუმცა პირველი იანვრიდან შეუძლებელია ეს გაკეთდეს იმიტომ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს რეორგანიზაციის გარკვეულ ვადას და კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ არის ერთ-ერთი კარგი კანონი. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო, რადგან კანონი მუდმივად იხვეწება, თუმცა ერთ-ერთი კარგი კანონია, რომელიც არის სტაბილურობის გარანტია საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამიტომ ამ კანონის დარღვევა ვერ იქნება და არ იქნება იმ პოლიტიკური ფიგურის ადმინისტრაციაში, როემლიც თავად არის კანონის უზენაესობის გარანტი.

ამ ყველაფერს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, მინიმუმ 2 თვენახევრის ვადა სჭირდება ანუ, თუ რეორგანიზაცია გამოცხადდება ზეგიდან ან დავუშვათ 20 რიცხვიდან, სიტყვაზე, ეს არის, ერთთვიანი ვადა, როდესაც რეორგანიზაციის პროცესი შიგნით სტრუქტურაში უნდა დამთავრდეს. შემდგომში, თუ ადმინისტრაციაში შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არიან, შესაბამისი თანამდებობისთვის, მათთვისაც იქნება შეთავაზება, ხოლო თუ არ იქნება, კანონი ითვალისწინებს მობილობის წესს", - განაცხადა ჟვანიამ.

წყარო: IPN.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები