მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AVON Georgia-ს მართვის სადავეებთან - #პროფესიონალი ანა ცხადაძე

რუბრიკა #პროფესიონალი, რომელსაც ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის” ეგიდით წარმოგიდგენთ, ფედერაციის ბორდის წევრზე, კიდევ ერთ წარმატებულ ქალზე, "AVON საქართველოს" დირექტორ - ანა ცხადაძეზე გიყვებით. ანას პირველი სამსახური სწორედ კომპანია AVON, სადაც მისვლის დღიდან მუდმივად ვითარდება და ამ ეტაპზე უკვე მე-5 პოზიციას იკავებს. თავდაპირველად იგი გაყიდვების ჯგუფის კოორდინატორი გახლდათ, შემდეგ უფროსი ბიზნეს ტრენერი, რის შემდგომაც მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, ამას მოჰყვა გაყიდვების დირექტორობა და დღეს იგი უკვე AVON საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ანას დანიშვნამდე კომპანიას ლოკალურად რეგიონიდან მოვლენილი ექსპერტები მართავდნენ, კომპანიაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით. ანას ლიდერული თვისებებისა და ღირებულებების დამსახურებით, ბიზნესის ფუნდამენტური ცოდნისა და გასულ პოზიციებზე ეფექტიანი მართვის გამოცდილების გამო, ის კომპანიაში პირველი ქართველი დირექტორი გახდა.

ანა ცხადაძე - "AVON საქართველოს" დირექტორი;