მილიარდერთა ჯგუფი, რომელთაც სათავეში ავსტრალიელი ბიზნესმენი არონ პინგ დ’სოუზა უდგას, აპირებს ისეთი სპორტული შეჯიბრებას ჩატარებას სახელწოდებით “Enhanced Game”, სადაც მონაწილეებს დოპინგის მიღება აკრძალული არ ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების მთავარი მოტივაცია ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დიდი ფული იქნება. დ’სოუზას განცხადებით, ყოველი მონაწილე 100 ათასი დოლარით, ხოლო რეკორდის დამყარების შემთხვევაში დამატებით მილიონი დოლარით დაჯილდოვდებიან.
ამ იდეას გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც ღონისძიებას Fair Play-ის კონცეფციის განადგურება უწოდა.
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, შეჯიბრება წაახალისებს დოპინგის გამოყენების კულტურულ ნორმად ჩამოყალიბებას, რაც მსოფლიო სპორტს უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებს.
დ’სოუზას მიერ ჩამოყალიბებულ ბიზნესმენთა ჯგუფში გაწევრიანებულები არიან მსხვილი ბიზნესმენები მათ შორის PayPal-ის დამფუძნებელი პეტერ თილიც.
“Enhanced Games-ზე” განიხილება სპორტის 5 დისციპლინაში შეჯიბრება: მძლეოსნობა, საბრძოლო სახეობები, ძალისმიერი სახეობები, საწყლოსნო სპორტი და ტანვარჯიში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სპორტსმენმა ღონისძიებაზე მონაწილეობის სურვილი უკვე დააფიქსირა მათ შორის 3 გზის ოლიმპიური პრიზიორი ცურვაში ჯეიმს მაგნუსენი, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ 32 წლის ასაკში, როცა საუკეთესო წლები უკვე მოტოვებული აქვს დროა ფინანსებზე იფიქროს და რეკორდის დამყარების სანაცვლოდ მილიონი დოლარის მიღება ნამდვილად მიმზიდველი წინადადებაა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და რა ხანგრძლივობით ჩატარდება ტურნირი, იქნება ეს ერთჯერადი თუ ყოველწლიური.