მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია NATO-ში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

ავსტრია
BM. GE
28.07.25 13:12
884

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე საჯარო დისკუსია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. როგორც მან თქვა, ქვეყანას მხოლოდ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი ვეღარ დაიცავს და რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე, თავდაცვის სტრატეგიის განახლებაა საჭირო.

ცნობისთვის, ავსტრიას ნეიტრალიტეტი 1955 წლიდან აქვს გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმაღლეს საპარლამენტო ორგანოში ავსტრიის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა არც ისე დიდია. თუმცა მინისტრი მაინლ-რაიზინგერი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საუბრის დაწყებაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

გაცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ავსტრიისთვის NATO უცხო ნამდვილად არ არის. ქვეყანა თავდაცვის ორგანიზაციის არაერთ პროგრამაში, მათ შორის “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ინიციატივაში წლებია ჩართულია. სამხედრო მიუმხრობლობის მიუხედავად, ავსტრიას NATO-ს სამშვიდობო მისიებშიც კი მიუღია მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები