მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრია საერთაშორისო კორპორაციებს დაბალი გადასახადების გადახდაში ადანაშაულებს

57cacf32bdd2f
BM.GE
03.09.16 17:21
1284
ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ქვეყანაში Amazon და Starbucks იმაზე დაბალ გადასახადებს იხდიან, ვიდრე „ვიდრე ადგილობრივი ხორცის მაღაზიები“. კრისტიან კერნი ამბობს, რომ დაბალი საგადასახადო პოლიტიკით ევროკავშირი თავად უთხრის ძირს გაერთიანებას. კანცლერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც ევროკავშირის მთავარმა მარეგულირებელმა კომპანიას Apple 13 მილიარდი დოლარის ევროს ჯარიმა დააკისრა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ირლანდიაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის დაჯარიმდა. ევროკავშირის მთავარი რეგულატორის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ვალდებულება რომელიც კომპანიას დაეკისრა ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. კომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები