მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია, უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს €1 მილიონს გამოუყოფს

6480b6e916d68
ალა ისპირიანი
07.06.23 21:00
536
ავსტრია უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 1 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თანხას ავსტრიის საგარეო საქმეთა და კლიმატის დაცვის სამინისტროები თანაბრად შეიტანენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლების მუშაობას მოხმარდება.

„უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „რუსული რულეტკა“ საბოლოოდ უნდა დასრულდეს. საერთაშორისო ატომური სააგენტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მუშაობა ადგილზე და მისი არსებობა ბირთვულ ელექტროსადგურებზე ერთდროულად არის როგორც წინასწარი გაფრთხილების სისტემა, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები