„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონ აშშ დოლარამდე 2-წლიანი, უზრუნველყოფილი საჯარო ობლიგაციების ემისიას გეგმავს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული საბანკო ვალდებულებების დასაფარად.
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“Caucasus Clean Energy Holdings Pte. LTD -ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფლობს და მართავს სვანეთში, სოფელ ლახამში, მდინარის მოდინებაზე მყოფ 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ. ჰესებმა ოპერირება 2020 წელს დაიწყო.
სტუმრები: თორნიკე მჭედლიშვილი - "თიბისი კაპიტალის" საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი;
გიორგი აბრამიშვილი - "ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი; GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.