მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეები 16:50 საათზე ჩამოფრინდებიან - ფოტოები ბორტიდან

5e7c7afb4c34d
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 13:59
2099
ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეები თბილისის დროით 16:50 საათზე ჩამოფრინდებიან, - განუცხადა BM.GE-ს "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

რომან ბოკერიას განმარტებით, თბილისი-ვენა-თბილისის ჩარტერული რეისი შესაძლოა, მცირე დაგვიანებით ჩამოვიდეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მგზავრის ბორტზე მიღება მოხდეს.  

"ბორტზე 180 მგზავრი გვეყოლება. ეს არის "ჯორჯიან ეარვეისის" ყველაზე დიდი ბორტი - 737-800-იანი თვითმფრინავი, რომელიც 2019 წლის მაისში ჩამოვიყვანეთ, ძალიან კარგი პირობებით. ბორტზე 5 ბორტგამცილებელია, 2 პილოტია.

ავსტრიის დროით, 10:30 საათზე გამოფრინდებიან და თბილისში, საქართველოს დროით, დაახლოებით 16:50 სთ-ზე იქნებიან, მაგრამ შეიძლება ცოტა ხანი დააგვიანდეთ გამოფრენა იმისთვის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვთხოვა გერმანიიდან 18 სტუდენტი წამოგვეყვანა და მათი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ვენაში, საქართველოს საელჩოს მიერ. უწყებასთან კოორდინაციით შედგა სიები, ამ სტუდენტებს უფასოდ ჩამოვიყვანთ. ამასთან, ის რეგულარული რეისი, რაც იყო ვენა-თბილისი, რომელიც ფრენების გაუქმების შემდეგ არ შესრულებულა, ამ რეისის ხალხიც არის ბორტზე და შევეცადეთ ყველა დაგვეკმაყოფილებინა", - უთხრა BM.GE-ის რომან ბოკერიამ.

მისი თქმით, შემდეგი ჩარტერი ამსტერდამი, ვარშავა, ათენი და ლარნაკას მიმართულებით შესრულდება. ამის შემდეგ კი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებითი რეისების დანიშვნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს 2 კვირით საკარანტინე ზონაში გადაიყვანენ. აეროპორტიდან ტრანსპორტირებასა და საკარანტინე ზონებში - სასტუმროებში განთავსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები