მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრიული კომპანია აზერბაიჯანში თხილის პლანტაციებისთვის მიწას ყიდულობს

5d2336444a3f8
მიხეილ ხაჩიძე
08.07.19 23:00
1112
ცნობილი ავსტრიული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია Manner-ი აზერბაიჯანში მიწას ყიდულობს.

ავსტრიული მედიის ცნობით, 125 ჰექტარ მიწაზე ავსტრიული კონცერნი თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომელსაც სამომავლოდ საკუთარ პროდუქციაში გამოიყენებს.

ფირმამ გასულ წელს პროდუქციისთვის 9 მილიონი ევროს ღირებულების თხილი შეიძინა.

თხილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი თურქეთია, რომელიც მსოფლიო ბაზარს თხილის დაახლოებით, 70%-ს ამარაგებს.

ავსტრიული კომპანია Manner -ის გაყიდვები 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 210 მილიონი ევრო შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები