ავსტრიული მხარე საქართველოში თექის წარმოებით და ევროკავშირის ბაზარზე გატანით ინტერესდება. კომპანია EC Consulting ამ ეტაპზე ქართული თექის კვლევას ახორციელებს. EC Consulting-ის წარმომადგენელი ილსე ანდრეა ენსფელნერი „საქმის კურსთან“ საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს ტექსტილის წარმოების ტრადიცია და გამოცდილება აქვს და სწორედ ეს გახდა პროექტის განსახორციელებლად საქართველოს შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი.
„ჩვენი დელეგაცია საქართველოში პირველად 2015 წელს იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს ვნახე საქართველოს სილამაზე და შესაძლებლობები, რომელსაც თქვენი ქვეყანა იძლევა. განსაკუთრებით აღვფრთოვანდი ქართული თექით, - ძალიან საინტერესოა ქართული ტრადიციული წარმოება. ამასთან, საქართველოს აქვს გამოცდილება და ტრადიცია ტექსტილის წამროებაში, სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ თუ რატომ არ უნდა მოხვდეს ეს პროდუქტი ევროკავშირში. ამჯერად ქართული თექის კვლევას ვახორციელებთ, - როდესაც კვლევის შედეგები გვექნება დავიწყებთ ერთობლივ ქართულ-ავსტრიუულ პროექტს რომელიც ტექსტილის წარმოებას გულისხმობს, ქართული პროდუქციით. შესაძლებლობების შესწავლის დასრულების შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ერთობლივ პროექტს დავიწყებთ“, - განაცხადა ილსე ანდრეა ენსფელნერმა

























