მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

ავთანდილ ჯორბენაძე

პოლიტიკოსი ავთანდილ ჯორბენაძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე — აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

"გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება.უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთის წერტილები, სადაც, ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემ მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე", - წერს გიორგი გამსახურდია facebook-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები