მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთანდილ წერეთელი - კომიკური პროცესი იყო, მოწმემ თავისი უფროსი ჩაუშვა

5e0608141036d
ინგა მურუსიძე
27.12.19 17:35
1058
კომიკური პროცესი იყო, მოწმემ თავისი უფროსი ჩაუშვა, - ამის შესახენ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა დღეს ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წერეთელის ინფორმაციით, მოწმემ ვერ გაუძლო კითხვებს და აღიარა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად განიხილავდნენ, თუ რა უნდა დაწერილიყო აქტში.

„მოწმე იყო აბსოლუტურად ყველაფერში ინფორმირებული. კომიკური პროცესი იყო, კითხვებს უსვამდნენ ჩვენი ადვოკატები, ასევე მამუკა (ხაზარაძე) და ბადრი (ჯაფარიძე). გაიხედავდა და პროკურორს ეკითხებოდა ეპასუხა თუ - არა. ის ეტყოდა კი, უპასუხე ან არა, არ უპასუხო. ეს იყო მთელი პროცესი მოწმესთან დაკავშირებით. ბოლოს მან ვეღარ გაუძლო და აღიარა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად იხილავდნენ, თუ რა უნდა დაეწერათ აქტში. ეს იყო ჩვენთვის ყველაფერი. სიმართლეს ვერ ამბობდა, შეშინებული იყო, მაგრამ მაინც ჩაუშვა თავისი უფროსი“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები