მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავთანდილ წერეთელი მიმაჩნია ძალიან სანდო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბიზნესმენად"

5c77f7123e633
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.19 19:10
3589
“მე ავთანდილ წერეთელი მიმაჩნია ძალიან სანდო და ძალიან მნიშვნელოვან ბიზნესმენად საქართველოს ეკონომიკისთვის,”- განაცხადა თიბისი ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ და ხაზარაძემ 17 მილიონი დოლარი სწორედ ავთანდილ წერეთელის ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანიებიდან “სამგორი M”-იდან და “სამგორი თრეიდიდან” აიღეს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათ სესხის სახით აღებული თანხა თიბისის კაპიტალის შესავსებად გამოიყენეს, თანხის მეორე ნახევარი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში - მსოფლიო ბანკსა და KFW-ში გადაირიცხა.

“ავთანდილ წერეთელი არის ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი და მას წარსულში უსარგებლია არამარტო ჩვენი, არამედ უამრავი სხვა ბანკის სესხითაც,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, განცხადება, რომელიც დღეს პროკურატურამ გააკეთა, საქართველოსთვის დამაზიანებელია. მისი თქმით, ინფორმაცია, რაც დღეს მთავარმა პროკურატურამ წარადგინა კონტექსტიდან ამოვარდნილია.

“მე უბრალოდ მინდა ყველას მოვუწოდო და შევახსენო, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი. ეს არის არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის დამაზიანებელი, რომელთა მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თავად ინსტიტუტების მიმართაც არის დამანგრეველი და დამაზიანებელი. ის ინსტიტუტები, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ესენი არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ეს არის ოპიკი, ეს არის აზიის განვითარების ბანკი, ეს არის აზიის ინფრასტრქტურის საინვესტიციო ბანკი.

ყველა ეს ბანკი მუშაობს ჩვენთან, ჩვენს ჯგუფთან, ჩვენთან, როგორც დამფუძნებლებთან (ანაკლიის დამფუძნებლებს ვგულისმობ), მათ უნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა და მათ უნდათ ჩვენთან ერთად მუშაობა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელივანესი პროექტის განვითარებაში მიიღინ მონაწილეობა. იმედი მაქვს, ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, იმისათვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ.

საზოგადოდ, მინდა ყველას შევახსენო, რომ საუბარია 2008 წელზე. ყველას ეს თითქოს დაავიწყდა, თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მე მინდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ გაიხსენოს 2008 წელი, გაიხსენოს რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რა მოხდა 2008 წელს მსოფლიოს ეკონომიკაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

ეს იყო იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკოტრდა, მათ შორის Lehman Brothers-ი, გაერთიანებული ირლანდიური ბანკი და სხვები. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მოვუწოდო, ობიექტური ანალიზი გააკეთონ გაუფრთხილდნენ ქვეყნის რეპუტაციას, გაუფრთხილდნენ ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას.

ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ჩვენ მივედით პარლამენტში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივალთ პარლამენტში”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები