მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავთანდილ წერეთელს 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გაათავისუფლეს

61de81448114c
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.22 11:19
558
თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს პატიმრობა 7 წლის ვადით განუსაზღვრა, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გაათავისუფლა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოიტანა.

„ავთანდილ წერეთელის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 195 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 180-ე მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლის საპროცესო ნაწილის თანახმად სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, - განაცხადა მოსამართლემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები