ბოლო წლების განმავლობაში გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით ინტერესი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა და გამონაკლისი, ცხადია არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება. ამას კი ხელს უწყობს ადგილობრივი, უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო, მრავალფეროვანი ვაზის ჯიშები, რომლისგან დამზადებული ღვინოებიც გასტრონომიულ ტურიზმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რას ითხოვენ გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები საქართველოში, რამდენად აკმაყოფილებენ ადგილობრივი მეწარმეები მათ მოთხოვნას და ასევე, რა აფერხებს ქვეყანაში ტურიზმის ამ მიმართულების მეტად განვითარებას?