თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტობუსების დაზღვევაში 1 წლიანი ხელშეკრულება გლობალ ბენეფიტ ჯორჯიასთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 603 630 ლარია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, 2024 წელს ჯამში ავტობუსების საგზაო შემთხვევების შედეგად 6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო კომპანიამ, საიდანაც 4 მილიონზე მეტი ავტობუსის მძღოლების ბრალეულობით იყო გამოწვეული. სად არის მთავარი პრობლემა, რატომ არის დაკავშირებული დაზიანებული მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება მნიშვნელოვან ფინანსურ წნეხთან და რა გამოსავლის გზებზე საუბრობენ პროცესებში ჩართული სუბიექტები?