მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ავტოავარიების შედეგად ყველაზე ხშირად ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეები იღუპებიან"

5ac319d2232e4
მეგი კავთუაშვილი
03.04.18 10:04
892
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები მაღალ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს უკავშირდება. საგზაო შემთხვევა ხშირად დაზარალებულის შრომისუნარიანობის დაკარგვით, მძიმე ტრავმებით და მაღალი სამედიცინო ხარჯებით სრულდება, რასაც უარყოფითი ეკონომიკური გავლენა აქვს დაზარალებულის ოჯახზე, ჯანდაცვის სისტემასა და საზოგადოებაზე.

"შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაცვლილთა 58% 26-დან 60 წლამდე ასაკისაა, რაც ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეები სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები