მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტობუსების გაჩერებებსა და ველობილიკებზე კამერები დამონტაჟდება

5cada2f089713
თათია ჩაფიჩაძე
10.04.19 12:00
839
ავტობუსების გაჩერებებზე და ველობილიკებზე კამერები დამონტაჟდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კამერების მიზანი გზებზე უსაფრთხოების მოგვარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ყველგან ვცდილობთ რომ ევროპული სტანდარტი გამოვიყენოთ, ისე შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ეს მარტო ახალი ავტობუსებით არ მოგვარდება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების კუთხით და ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი, რომ არსებული პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, იყოს მოგვარებული.

კონკრეტული მაგალითია კოსტავა-შარტავა, რომელიც შარშან გავაკეთეთ და სადაც მოწესრიგებულია მოძრაობა, საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას პიკის საათებშიც კი. შესაბამისად, სადაც შევდივართ ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი. ფეხით მოსიარულეებისთის მოწესრიგდება ტროტუარები, სადაც საშუალება იქნება, ყველგან გაკეთდება ველობილიკები. ასევე როდესაც ავტობუსების ზოლები კეთდება, ეს ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ ავტობუსებმა უნდა იარონ. საპარკინგე ადგილებად აქვთ ველობილიკები გადაქცეული და ეს კამერები რომელიც დამონტაჟდება, ამას მოაგვარებს. სხვანაირად აბა რისთვის ვაკეთებთ, რისთვის ვწვალობთ და რისთვის ვიხარჯებით? 4 მლნ ვხარჯავთ იმისთვის რომ კამერები შევიძინოთ. შსს-თან გვაქვს მოლაპარაკები და უსაფრთხოება და წესრიგი მალე იქნება მოგვარებული“ - აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები