საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, ამჯერად არა 100, არამედ 90 ავტობუსს შეიძენს, ტენდერის ღირებულება კი კვლავ 45 მილიონი ლარია.
სატენდერო მოთხოვნები ავტობუსების მიმართ იგივეა, რაც წინა ტენდერში იყო. კერძოდ, მერია Euro VI სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსების შეძენას გეგმავს, რომელიც 23- ადგილიანი იქნება. ავტობუსები 2018 წელზე ძველი გამოშვებული არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ წინა ტენდერი რომელიც 7 მაისს გამოაცხადა, დაინტერესების არარსებობის გამო არ შედგა. ამჯერად კომპანიებს წინადადებების წარდგენა 5 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

























