მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტობუსის გაჩერებებს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

5ae3367f98f59
მეგი კავთუაშვილი
27.04.18 20:20
1039
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. XX საუკუნის 70-იანი წლების,საბჭოთა მოდერნიზმით დათარიღებული გარეჩების სადგურები არქიტექტურის/ საინჟინრო/ მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლად აღიარეს.

ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 24 აპრილს გამოსცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები