მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტობუსის ზოლებსა და ველობილიკებზე ავტომანქანების გადაადგილებაზე, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს

5c23354f5398c
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 12:00
1188
ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებსა და ველობილიკებზე კერძო ავტომანქანების გადაადგილებაზე, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები განკუთვნილია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, იგივე დამოკიდებულება გვაქვს ველობილიკების მიმართაც.

ადამიანებს, უნდა ჰქონდეთ სწრაფად და კომფორტულად გადაადგილების საშუალება; ასევე კომფორტული უნდა იყოს ფეხით და ველოსიპედებით გადაადგილებაც. გავამკაცროთ ამ მიმართულებით რეგულაციები. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ ეს გადაწყვეტილებაც, თუ საჭიროა ცვლილებები შევიტანოთ კანონში. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, - განაცხადა კალაძემ.

მერია ამ მიმართულებით საპატრულო პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

ამასთან, კალაძე ავტობუსების სპეციალურ ზოლებზე მაკონტროლებელი კამერების დამონტაჟებასაც არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები