მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსის ზოლში მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა

ავტობუსის ზოლი

2024 წლის 5 თვეში თბილისში ავტობუსის ზოლში გადაადგილების წესების დარღვევისთვის ავტომფლობელები 2,891,692 ლარით დაჯარიმდნენ - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ავტობუსის ზოლში ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები